დიდი 10 | ლოკომოტივი 12:20 აია

მატჩის ფოტოები | © ანი ბერთლანი

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ „ხვამლი არენაზე“ 20:12 სძლია და 35 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

მატჩი სტუმრების შეტევებით დაიწყო და 22 წუთში გიორგი ბაბუნაშვილმა გუნდს 13 უპასუხო ქულა შესძინა. მან დებიუტში ლელო გაიტანა, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა.

მასპინძლებმა 25-ე წუთზე უპასუხეს, შერკინების შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე გავიდა და იქ გიორგი შკინინი გაიქცა, ლაშა გედეხაურმა კი გარდასახა. მეორე ტაიმში ორივე გუნდს თითო ჯარიმა გაუცუდდა, მერე მასპინძლებმა სინბინით ზურაბ ძნელაძე დაკარგეს და ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობა 7 ქულაში ასახა.

მოლიდან გამოსული ბურთი იაგო ხაბულიანამდე მივიდა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა. გიორგი გეგიამ ძალისმიერი ლელოთი მალევე უპასუხა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ლოკომოტივი’ უქულოდ დარჩა -12:20.