დიდი 10 | ლელო 36:7 იუნკერები

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ‘იუნკერებს’ 36:7 მოუგო და დაგეგმილი 4 ქულა ჩაიწერა.

დიდ დიღომში მასპინძლები დომინირებდნენ. შესვენებამდე მათ ყველა ჯერზე პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს, გიორგი ასათიანმა 5 ზუსტი ჯარიმა შეასრულა და თავისიანები 15:0 დააწინაურა.

რადგან სხვაობა სოლიდური იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლელომ’ ჯარიმა აღარ დაარტყა, დერეფნიდან მოლი ააგორა და 10-მეტრიანი რეიდი ლევან პაპიძის ლელოთი დასრულდა. ასათიანი გარდასახვიდანაც ზუსტი იყო. მაგრამ მალე მასპინძლები მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ. ყვითელი ბარათი ჯერ სანდრო მამამთავრიშვილმა, მერე გიგა გრიგალაშვილმა მიიღო. ‘იუნკერებმა’ რიცხობრივი უპირატესობა 61-ე წუთზე გამოიყენა და როლანდ კვაჭაძემ ლელო კიდეზე გაიტანა. ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახა.

დასკვნითი წუთები კვლავ მასპინძლების იყო. მათ კარგად ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით, გაგა ქევხიშვილმა და ბექა მამუკაშვილმა ლელოები გაიტანეს, ამ უკანასკნელმა ორივე გარდასახა და ‘ლელომ’ 36:7 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ მესამეხაზელი რატი ჟორჟოლიანი გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე