დიდი 10 | ლელო-სარასენსი 37:19 ლოკომოტივი

2019 წლის დიდი 10-ის ბოლო მატჩში, თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივი’ 37:19 დაამარცხა და ბონუსიც აიღო.

მასპინძლებმა გამარჯვება დასკვნით მეოთხედში გაიფორმა, მანამდე კი სტუმრები ლიდერობდნენ. დებიუტში ნიკა ასათიანმა და მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, მე-16 წუთზე კი ნიკა ჩიღვინაძემ ლელო გაიტანა და ასათიანი გარდასახვიდან არ შეცდა.

შესვენებამდე კვირიკაშვილმა და ასათიანმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ასათიანმა ჯარიმით ანგარიში 19:9 გახადა. დარჩენილ დროში ‘ლელო-სარასენსმა’ ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა.

პირველად თავი 48-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა და კვირიკაშვილმა გარდასახა. 59-ე წუთზე კვირიკაშვილი ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა და ‘ლელო-სარასენსი’ წინ გაიყვანა – 23:19. 65-ე წუთზე ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო 76-ეზე ლელო ნიკა სვიმონიშვილმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ბონუსი მოუპოვა. კვირიკაშვილმა ყველა გარდასახა – 37:19.

‘ლელო-სარასენსს’ ამ მოგების შემდეგ 35 ქულა მოუგროვდა და ‘ხარებთან’ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ‘ლოკომოტივს’ კი 15 ქულა დარჩა და მე-8 პოზიციაზეა.