დიდი 10 | იუნკერები 35:8 ვეფხვები

კიკეთის ‘იუნკერებმა’ პატარძეულის ‘ვეფხვები’ ბონუსით, 35:8 დაამარცხა და 18 სატურნირო ქულით, „ა“ ჯგუფის სათავეში მოექცა.

მეხუთე ტურის გადადებულ მატჩში ‘იუნკერებმა’ მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-10 წუთზე გიორგი მჭედლიშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც რამაზ ხარაზიშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა. მე-18 წუთზე სტუმრებმაც შეძლეს ბურთის ხელდახელ გათამაშება და ლაშა ბრეგვაძემ საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.

‘იუნკერებმა’ უპირატესობა მალე გაზარდა. ხელდახელ შეტევის შემდეგ მარცხენა ფრთაზე მეტობა შეიქმნა, დევი დევსურაშვილმა ხაზი გაჭრა და ლელოში შევიდა. ხარაზიშვილის გარდასახვას ბეჟუაშვილმა 27-ე წუთზე ჯარიმით უპასუხა, მაგრამ შესვენებამდე კიკეთელებისგან კიდევ ერთი ლელო გუგა შენგელიამ გაიტანა, რასაც კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა.

 

 

მეორე ტაიმის საწყისი ხუთი წუთი რამაზ რახაზიშვილისა იყო. მან ორი ლელო გაიტანა, ორივე გარდასახა და დარჩენილ 35 წუთში ანგარიში აღარც შეცვლილა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რამაზ ხარაზიშვილი დასახელდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე