დიდი 10 | ვეფხვები – ხარები გადაიდო

დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეოთხე ტურში მეოთხე თამაში გადაიდო.

პატარძეულის ‘ვეფხვებს’ რუსთავის ‘ხარებისთვის’ 8 ნოემბერს „შევარდენზე“ უნდა ემასპინძლა, თუმცა პატარძეულელთა ერთ-ერთ მორაგბეს კორონა-ვირუსი დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, ამავე მიზეზით „ბ“ ჯგუფის მეოთხე ტურის სამივე შეხვედრა გადაიდო: არმაზი-ყოჩები, ბათუმი-ჯიქი და არესი-აია.