დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი

30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება

ბილეთები

დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნებაშესაძლებელი.

ონლაინ:  WWW.TKT.GE/DIDI10

აია არენას სალაროში: 8 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ)

ბილეთის ფასი – 5 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზეგულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება!

გზა დიდ ფინალამდე

22 მაისს პლეიოფების პირველი ტური, მეოთხედფინალები გაიმართა, რომელშიც აკადემიამლოკომოტივს, ხოლო ყოჩებმა იუნკერებს სძლიეს.

ნახევარფინალები 5 ივნისს გაიმართება – 14 საათზე ბათუმი შინ აკადემიას უმასპინძლებს, ხოლო 17 საათზე ქუთაისის აია ყოჩებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, ორმა მოწინავემ ‘აიამ’ და ‘ბათუმმა’ ფლეი ოფების პირველ ტურშ დაისვენეს დაპირდაპირ ნახევარფინალებიდან ერთვებიან.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ქუთაისელებმა გადამწყვეტიმატჩისმასპინძლობის უფლება ყოველმხრივ დაიმსახურეს:

„გამგეობის გადაწყვეტილებით, ფინალური მატჩი იმ გუნდის სტადიონზე ტარდება, რომელიცრეგულარულ პირველობას მოიგებს და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ქუთაისის ‘აიაა’. ესეც რომარა,ქუთაისს მნიშვნელოვანი სარაგბო დანიშნულება აქვს და მათ დაიმსახურეს ფინალისმასპინძლობა. ბოლო წლებში იქ არაერთი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარეთ – 20-წლამდელთამსოფლიოჩემპიონატი, ბორჯღალოსნების შეხვედრები და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ,ფინალიცეკუთვნოდა, მით უმეტეს, რომ ეს თამაშითაც დაიმსახურეს“.

„ვულოცავ ქუთაისს ამ გადაწყვეტილებას. ქუთაისელებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობაიციანდა თუ ‘აია’ გავიდა ფინალში, დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული სარაგბო ზეიმიგველოდება“.

„არაორდინალური იყო წლევანდელი სეზონი. პანდემიამ და გაურკვევლობამ დიდი გავლენაიქონიაგანრიგზე, ცხრილზე, თავად თამაშის ხარისხზე. მიუხედავად ამისა, საკმაოდსაინტერესოჩემპიონატი გამოვიდა და წინ გველის მთავარი – ფლეი ოფები და ფინალი. მაქვს იმედი, რომსაინტერესო და სანახაობრივ თამაშებს ვიხილავთ“.

საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი ყურადღებას იმსირთულეებზეამახვილებს, რაც გაურკვევლობამ და პანდემიამ შექმნა. ის იმედოვნებს, რომ კოვიდ-ვირუსი ფლეიოფების მსვლელობაში არ ჩაერევა:

„ჩემი გადასახედიდან, პირველი ექვსი ადგილი სწორედ ისე განაწილდა, როგორიძალთათანაფარდობაც არსებობდა. ვინ რა დამალა ფლეი ოფისთვის და რა სიახლეებსშემოგვთავაზებენგუნდები ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ეტაპზე დასამალი აღარავისარაფერი ექნება“.