დიდი 10 | ბათუმი 8:6 ხვამლი

დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების მეორე წრის პირველ მატჩში, საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დებიუტანტ ‘ხვამლს’ 8:6 სძლია და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

პირველი ტურის მსგავსად, დებიუტანტმა მუხიანელებმა მეტოქეს მედგარი ბრძოლა გაუმართეს და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ. ‘ხვამლმა’ ბათუმში 3- მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა, თუმცა ის მეტოქეზე მაღალ საფეხურზე რჩება. დებიუტანტს 24 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება საფლეიოფო ზონას, ‘ბათუმი’ კი 20 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

‘ხვამლი’ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, სტუმრებმა რამდენჯერმე სახიფათოდ გაჭრეს ხაზი, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ‘ბათუმი’ ძალისმიერ სტილში ცდილობდა ლელოს გატანას, თუმცა მუხიანელები თავს კარგად იცავდნენ. შედეგად, პირველ ნახევარში მაყურებელმა სულ ორი შედეგიანი შეტევა იხილა. ანგარიში ჯარიმით მამუკა ნინიძემ გახსნა (ბათუმი) და მას 31-ე წუთზე ზურა ქობელაშვილმა უპასუხა – 3:3.

მეორე ტაიმიც მწირქულიანი აღმოჩნდა. ‘ბათუმმა’ პირველივე წუთებიდან შეუტია და კონტრშეტევა გამოეპარა, თუმცა საკუთარ 22-ში თავის დაცვა მოახერხა. ‘ხვამლმა’ შანსი რომ მიიღო ქობელაშვილმა 56-ე წუთზე შორიდან ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებმა საპასუხოდ ლელოზე ითამაშეს, 4 წუთში წინააღმდეგობა დაძლიეს და მოლი გიორგი მენაბდის ლელოთი დასრულდა, გარდასახვა მიზანს ასცდა და 73-ე წუთზე ქობელაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმის გატანა სცადა, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა, 1 წუთში არეკნს ძალა დააკლდა და ‘ბათუმმა’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 8:6.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ფრუიძე გახდა.