დიდი 10 | ბათუმი 71:12 იუნკერები

‘ბათუმმა’ ‘იუნკერები’ ყველა კომპონენტში დაჯაბნა, 11 ლელო გაუტანა და ბონუსით, 71:12 დაამარცხა.

დიდი 10-ის მე-14 ტური ლიდერისა და აუტსადერის შეხვედრით, ზღვისპირეთში გაიხსნა. ‘ბათუმმა’ პირველი ტაიმი 52:0 მოიგო, 59-ე წუთისთვის კი უკვე 71 უპასუხო ქულა ქონდა გატანილი. სტუმრებმა ამის შემდეგღა შეძლეს ორი საპასუხო ლელოს დადება, რითაც მხოლოდ ანგარიში შეალამაზეს.

მასპინძელთაგან დუბლი შეასრულეს ზურა თუთბერიძემ, ვიტალი ირემაძემ და მამუკა ნინიძემ; გიორგი წიკლაურმა, ხვიჩა ბუჯიაშვილმა, რეზი ჯინჭველაშვილმა, იაგო ხილაძემ და გუგა შენგელიამ კი, თითოჯერ გამოიჩინეს თავი. ნინიძემ მონაგარს 8 გარდასახვით 16 ქულაც შემატა. ‘იუნკერების’ მხრიდან ლელოები რეზი ბორაშვილმა და თაზო კევლიშვილმა გაიტანეს, ხოლო გარდასახვა ბაჩო ნემსიწვერიძეს ანგარიშზეა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბათუმელთა ფრთა ვიტალი ირემაძე გახდა. მის გუნდს 63 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და მდევარს 15 ქულით უსწრებს. ‘იუნკერები’ 10 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.

ხვალ ქუთაისში, „აია არენაზე“ 14 საათზე, ‘აია’ მდევარ ‘ლოკომოტივს’ მასპინძლობს და შესაძლოა, მოწინავე ექვსეული გამოიკვეთოს.