დიდი 10 | არმაზი 88:7 ჯიქი

მარნეულის ‘არმაზმა’ გორის ‘ჯიქს’ 12 ლელო გაუტანა, 88:7 დაამარცხა და მეორე ეტაპზე 5 ქულა გაიყოლა.

ლაშა ბარბაქაძემ სამჯერ შეძლო თავის გამოჩენა, ორი ლელო გაიტანა რატი ზაზაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, კიდევ შვიდმა მორაგბემ კი თითო ლელო მიითვალა. რვავე გარდასახვა გაიტანა რეზი ჯინჭველაშვილმა, ხოლო გივი ცინცაძემ ოთხიდან სამი დარტყმა ზუსტად შეასრულა. დამრტყმელებმა თითო-თითო ჯარიმაც გაიტანეს.

ეს იყო „ბ“ ჯგუფის პირველი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა და რადგან ორივე გუნდი ქვედა სამეულში დარჩა, ‘არმაზს’ მეორე ეტაპზე 5 ქულა გადაყვება.