დიდი 10 | არმაზი 24:34 ხარები

მარნეულის ‘არმაზი’ რუსთავის ‘ხარებთან’ 24:34 დამარცხდა და პირველ ლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

‘არმაზი’ ქვედა ექვსეულში 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და 7-ით ჩამორჩება მესამე ადგილს, რომელიც გადათამაშებას თამაშობს. მარნეულელებს გამოტოვებული შეხვედრა აქვთ ‘ლელო-სარასენსთან’ და გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ბოლო ტურში მეტოქეების შედეგზე იქნება დამოკიდებული. რუსთავის ‘ხარებმა’ 34 ქულა მოაგროვა, პირველ ადგილზეა და დიდ 10-ში თამაში ოფიციალურად დაიბევა.

საწყის 20 წუთში რუსთაველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ლევან ნარიმანიძემ და პაატა ბურჭულაძემ ლელოები გაიტანეს, ვაჟა ხუციშვილმა კი ორივე გარდასახა და ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. 30-ე წუთზე ლუკა მატკავამ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა და თავადვე გარდასახა. 6 წუთში ხუციშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა და ‘ხარები’ 20:7 დაწინაურდა.

მეორე ტაიმის შუაში მარნეულელებმა 10 უპასუხო ქულა აიღეს და თამაშში დაბრუნდნენ. რეზი ჯინჭველაშვილმა 57-ე წუთზე ლელო გაიტანა, გარდასახა და 5 წუთში ჯარიმაც შეასრულა. ‘ხარებმა’ დიმიტრი ცაბაძის წყვილი ლელოთი უპასუხა, გიორგი პეტრიაშვილმა ორივე გარდასახა და სტუმრებმა გამარჯვება გაინაღდეს. ლუკა მატკავამ გაწითლებულ დროზე დუბლი შეასრულა და სხვაობა შეამცირა, ჯინჭველაშვილმაც გარდასახა, მაგრამ ამან მათ გუნდს ვერაფერი შესძინა – 24:34.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე პაატა ბურჭულაძე გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე