დიდი 10 | არმაზი 18:8 ყოჩები

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრის დასკვნით მატჩში ურთიერთობას აუტსაიდერები არკვევდნენ. მარნეულის ‘არმაზმა’ ბოლნისის ‘ყოჩები’ 18:8 დაამარცხა და ის ცხრილის ფსკერზე დატოვა.

‘არმაზი’ ნიკა ჭიკაიძის ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც ‘ყოჩებმა’ გიორგი მელაძის ლელოთი მე-10 წუთზე უპასუხა. მარნეულელებმა ლიდერობა ტაიმის შუაში მიშო ჩადუნელის ლელოთი დაიბრუნეს და შესვენებამდე ანგარიში აღარც შეცვლილა – 8:5.

ნიკოლოზ რეხვიაშვილმა წონასწორობა ჯარიმით მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინა. ‘არმაზმა’ შეხვედრის მიწურულს მოახერხა და ინიციატივის დაბრუნება და ჭიკაიძემ ჯარიმა 72-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ერთ წუთში არდაშ დარბოევის ლელო ჭიკაიძემ გარდასახა და მატჩი 18:8 დასრულდა.

‘არმაზს’ 15 ქულა გაუხდა და ‘იუნკერებთან’ მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს, ხოლო ‘ყოჩებს’ 12 ქულა დარჩა და პირველი წრე ბოლო საფეხურზე დაასრულა.