დიდი 10 | არესი 52:5 ვეფხვები

ქუთაისის ‘არესმა’ პატარძეულის ‘ვეფხვები’ დაგეგმილი ბონუსით, 52:5 დაამარცხა და დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

დებიუტანტებს 8 თამაშიდან 24 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან. დასკვნით ტურებში ისინი ჯერ ‘ლელოს’, მერე რუსთავის ‘ხარებს’ სტუმრობენ. ‘ლელო’ 16 ქულით მეოთხე ადგილზეა, თუმცა ერთი გამოტოვებული თამაში აქვს მარნეულის ‘არმაზთან’, რომელიც 18 ქულით მესამეა. ეს გუნდები მე-4 ტურში ერთმანეთს ხვალ ხვდებიან.

მასპინძლებმა სტუმრებს 8 ლელო გაუტანეს, ოთხ-ოთხი ტაიმში და სამ-სამი გარდასახეს. სამ-სამი ლელო ბადრი დანგაძისა და ამირან შვანგირაძის ანგარიშზეა, თითოჯერ კი თავი ბებუნი კუხიანიძემ და გიორი ტორაძემ გამოიჩინეს. სამ-სამი გარდასახვა ბონდო აბაშიძემ და დავით გობეჯიშვილმა გაიტანეს.

მასპინძელთა ერთადერთი საპასუხო ლელო 57-ე წუთზე ვანო გელაშვილმა გაიტანა და ანგარიში 38:5 გახადა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამირან შვანგირაძე გახდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე