დიდი 10 | აკადემია 24:11 ლოკომოტივი

დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიამ’ „რაგბი პლატოზე“ ‘ლოკომოტივს’ 24:11 სძლია და ნახევარფინალში ‘ბათუმს’ ზღვისპირეთში ეწვევა.

თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და დავით მოძღვრიშვილს პირველი და მესამე გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ მეორე და მეოთხე დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. ‘ლოკომოტივმა’ 30-ე წუთზე ლელოთი უპასუხა, როდესაც ფეხით გადაკიდებული ბურთი გიორგი ბებიაშვილმა დაამიწა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმის ბოლოს მოძღვრიშვილმა ჯარიმით და გიორგი ჭუაძემ კონტრშეტევის ლელოთი დასრულებით, ‘აკადემია’ 14:6 დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოძღვრიშვილმა ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, რაზეც ნიკა ასათიანმა ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხა და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. 73-ე წუთზე ჯიმი ღამბაშიძემ ‘აკადემიას’ ხალდახელ შეტევა ლელოთი დაასრულა, მოძღვრიშვილმა გარდასახა, დარჩენილი დრო უქულოდ გაილია და „მხატვრები“ ნახევარფინალში 24:11 მოგებით გავიდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან ლომაური გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე