დიდი 10 | აკადემია 22:26 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ 26:22 სძლია. სტუმრებმა მატჩში გარდატეხა მეორე ტაიმში შეიტანეს და სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს.

დიდ 10-ში მოედნის რეფერის პოზიციაზე დებიუტი ჰქონდა გელა ლემონჯავას.

შეხვედრის დებიუტი და ზოგადად პირველი ტაიმი ‘აკადემიის’ იყო. მე-10 წუთზე თბილისელებმა ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს ბურთი, საბა ილურიძე ბოლო მბოჭავს გაექცა და ანგარიში გახსნა. სანდრო მარგიანმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა – 10:0 მე-15 წუთზე.

განახლდა თუ არა შეხვედრა, „მხატვრებმა“ შეცდომა დაუშვეს, პაატა ბურჭულაძემ ბურთს ფეხი წაკრა და საპასუხო ლელო გაიტანა, გიორგი პეტრიაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა. შესვენებამდე მარგიანმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, პეტრიაშვილმა ერთით უპასუხა და ‘აკადემია’ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 16:10.

‘ხარებმა’ მეორე ტაიმის დასაწყისში ფორვარდებით შეუტია, 48-ე წუთზე მოლი ააგორა და ლევან ჭავჭავაძემ ლელო გაიტანა, პეტრიაშვილმა კი გარდასახვით სტუმრები დააწინაურა. მარგიანმა ჯარიმით მასპინძლებს ლიდერობა 51-ე წუთზე დაუბრუნა, მაგრამ პეტრიაშვილმა ორი გაიტანა. 62-ე წუთზე მარგიანმა მორიგი ჯარიმით სხვაობა კვლავ 1 ქულამდე დაიყვანა. დარჩენილი დროის უმეტესი წილი ‘ხარებმა’ მეტოქის ნახევარზე გაატარა, 78-ე წუთზე პეტრიაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘ხარებმა’ მძიმე ბრძოლაში 26:22 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ შუამარბი სანდრო ილურიძე გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი