დიდი 10 | აია 71:0 ჯიქი

ქუთაისის ‘აიამ’ გორის ‘ჯიქს’ 11 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი სხვაობით, 71:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა ბონუსიც აიღეს და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მეორე ეტაპზე მოწინავე ექვსეულში თამაში ოფიციალურად დაიბევა. მას 33 ქულა აქვს, „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს.

ქუთაისელებმა პირველ ტაიმში 6 ლელო გაიტანეს – ზვიად ორმოცაძემ დუბლი შეასრულა, თითო ლელო კი საბა ერემეიშვილის, იაგო ხაბულიანის, თემურ კოხოძის და ილია გაბისონიას ანგარიშზეა – 38:0.

შესვენების შემდეგ ლელოები ირაკლი სიმსივემ, მირიან მოდებაძემ, საბა ხონელიძემ, გიორგი შარაშენიძემ და გიორგი სინაურიძემ მიითვალეს. გიორგი ბაბუნაშვილმა 7, ხოლო ერთი სანდრო ფურცხვანიძემ გაიტანა.

მატჩის საუკეთსო მოთამაშედ ზვიად ორმოცაძე დასახელდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე