დიდი 10 | აია 12:13 არესი

ქუთაისურ დერბიში ‘არესმა’ ჯარიმა ბოლო წუთზე გაიტანა და ‘აია’ 13:12 დაამარცხა.

შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა და ეს ხარისხზეც აისახა. არეულ თამაშში უპირატესობას ‘არესი’ ფლობდა, ტაიმის შუაში მეტოქის 22-ში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელო შაქრო ლომსიანიძემ გაიტანა. გიორგი თევდორაძემ გარდასახა. 35-ე წუთზე ‘აიამ’ მოლით შეუტია, ‘არესმა’ ის ხაზზე ჩააქცია, ბურთი სწრაფად გამოვიდა და სანდრო ფურცხვანიძემ საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო – 5:7.

მეორე ტაიმი ‘აიას’ შეტევებით დაიწყო. მათ მეტოქის 22-ში რამდენჯერმე ააგორეს მოლი, რასაც 51-ე წუთზე თორნიკე შუბითიძის სინბინი მოყვა. ‘აიამ’ ახლა შერკინებებით სცადა ბედი, მეოთხე ჯერზე გიორგი კურტანიძემ შეუტია და მცველთან ჭიდილში ლელო გაიტანა, ხოლო ბონდო აბაშიძემ გარდასახა და ‘აია’ 5 ქულით დააწინაურა.

‘არესმა’ დასკვნით წუთებში აგრესიული თამაშით მეტოქეს შეცდომები დააშვებინა და 66-ე წუთზე თევდორაძემ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, 79-ეზე წუთზე კი დაახლოებით 35 მეტრიდან ძელის გავლით გაიტანა. ბოლო შეტევამ აღარაფერი შეცვალა და ‘არესმა’ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 13:12.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი თევდორაძე დასახელდა.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა