გოჩა სვანიძე: „სტუდენტურ რაგბს ყველანაირად დავეხმარებით“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ჩართვისას განაცხადა, რომ სტუდენტური რაგბის განვითარებას ყველანაირად დაეხმარება.

მისი თქმით, ამისათვის საკადრო ცვლილება გახდება საჭირო:

„სტუდენტურ რაგბის სათავეში ედგა ერთი შესანიშნავის ადამიანი, რომელსაც სხვა საქმე გამოუჩნდა და რაგბის კავშირში აღარ არის. მისი შეცვლა გაგვიჭირდა. არ მინდა გვარის დასახელება, მაგრამ მმართველობაში ადამიანს ორი წელია ვთხოვ, სტუდენტურ რაგბში შვიდკაცა ტურნირი მაინც ჩაატაროს და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, თუმცა არაფერი გაკეთებულა“.

„ჩვენ მზად ვართ უსასყიდლოდ გამოვყოთ მოედნები, მსაჯები, დავალაგებთ გრაფიკს, შესაძლოა, ზაფხულში მოეწყოს ფინალური ეტაპის სერიები და ეს სტუდენტობის ზეიმად იქცევა, რაც ჩემი ოცნებაა. სასწავლებლის ხელმძღვანელობას ისღა დარჩება, რომ გუნდებს ფორმა ჩააცვას, რაც ძვირი არაა. სამწუხაროდ, მიუღებელი მიზეზის გამო, ეს ინიციატივა უპასუხოდ რჩება და ალბათ, მოგვიწევს საკადრო ცვლილებები“.