გოჩა სვანიძე: „რაგბში ჩართული ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 2 ათასითაა გაზრდილი“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ფეისბუქ-ჩართვისას ბავშვთა რაგბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რაგბში ჩართული ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 2 ათასით გაიზარდა.

ამ საკითხთან მიმართებაში ის სასკოლო რაგბის პროექტსაც შეეხო:

„არ ვიცი საიდან ჩნდება მოსაზრება, თითქოს ბავშვთა რაგბში პრობლემები გვაქვს. დინამიკა არის საკმაოდ მზარდი და ფესტივალების ჩასატარებლად, ხშირად მოედნები არ გვყოფნის. სამწუხაროდ, წელს გაზაფხულზე ამაში ხელი COVID-19-მა შეგვიშალა. 2017 წლიდან 2019 წლამდე, რაგბში ჩართული ბავშვების რაოდენობა თითქმის 2 ათასით გაიზარდა. თუ ეს ნიშნავს, რომ ბავშვთა რაგბში ცუდად გვაქვს საქმე, მე ვიტყვი, რომ სტატისტიკა საპირისპიროს გვეუბნება“.

„მნიშვნელოვანია სასკოლო პროექტიც. მასში ჩართული სკოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რადგან იმ ბიჭებს, რომლებიც ამ პროექტს ხელმძღვანელობენ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია იყოს ხარისხი. ვფიქრობთ, რომ ახლა უკვე დადგა დრო გაიზარდოს სკოლების რაოდენობაც, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული და მერწმუნეთ, ამისათვის საჭირო ფინანსები აუცილებლად მოიძებნება“.