გიორგი ლომთაძის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული რაგბის თემი, მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი მორაგბის, გიორგი ლომთაძის გარდაცვალების გამო.

27 წლის მორაგბე ქუთაისის ‘აიასა’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსის’ ღირსებას იცავდა და ამ უკანასკნელთან ერთად, რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ის იყო ყველა ასაკობრივი და „მზარდი საქართველოს“ (საქართველო XV) წევრი.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი უთანაგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს.