გილოცავთ ხარებას!

საქართველოს რაგბის კავშირი სრულიად საქართველოს ულოცავს ხარების დღესასწაულს! ამ ძნელბედობის ჟამს გისურვებთ ჯანმრთელობას და გამძლეობას.

განსაკუთრებული მადლობა  ექიმებს, რომლებიც უხილავ მტერთან – კორონავირუსთან ბრძოლაში პირველ ხაზზე არიან  და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

იმისათვის, რომ ცხოვრების რითმი და მათ შორის რაგბი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რელსებს, მოვუწოდებთ საზოგადოებას,  შევინარჩუნოთ სულისკვეთება და სპორტული დისციპლინით, გავაგრძელოთ ექიმებისა და მთავრობის რეკომენდაციები!

ჩვენი ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მალე შევხვდებით მოედანზე!

#დარჩისახლში

#რაგბიჩვენითამაშია