გილოცავთ მესამოცე დაბადების დღეს! – კლოდ სორელი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს – დღეს თქვენ ზეიმობთ ჩვენი რაგბის კავშირის დაარსების მესამოცე წლისთავს! მე გთხოვთ გადასცეთ ჩემი აღფრთოვანება ჩემს მორაგბე ძმებს, ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და მოთამაშეებს.

მათ შესძლეს მნიშვნელოვანი წინსვლა საკუთარი ნებისყოფის, კომპეტენტურობის, თავგანწირვისა და რაც მთავარია, ნებისმიერი სიძნელისა და უთანხმოებების დაძლევის უნარის წყალობით, ქართული რაგბის წინსვლისათვის. აქ არ უნდა შევჩერდეთ!

ახლა უნდა გვქონდეს ამბიცია იმისა, რომ საერთაშორისო რეიტინგში მე-8, მე-9 ადგილზე დავმკვიდრდეთ!

აქვე მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი რაგბი 7-ის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც ოსტატობის დახვეწის საუკეთესო საშუალების გარდა, ოლიმპიური სახეობაცაა. ქართული რაგბი ვერასოდეს გახდება დიდი თუ მას დიდი შვიდკაცა ნაკრები არ ეყოლება.

და ბოლოს, თქვენ (საქართველო) მე დამდეთ დიდი პატივი მომანიჭეთ რა საქართველოს მოქალაქეობა და დამაჯილდოვეთ ბრწყინვალების ორდენით, ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ ერთგულად ვემსახურო ქართული რაგბის განვითარების საქმეს.

კიდევ ერთხელ მთელი გულით გიხდით მადლობას და გთხოვთ მიიღოთ მხურვალე სპორტული სალამი.

კლოდ სორელი