განცხადება | საერთო კრების (ყრილობა) ჩატარების შესახებ (განახლებული)

განცხადება | ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის თაობაზე

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 24 დეკემბერს 12:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში მისამართზე: ქ.თბილისი, რუსთაველის #13, წვეულებათა დარბაზში  გაიმართება „სრკ“-ს მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

– სრკ-ს პრეზიდენტის ანგარიში;

– სრკ-ს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;

– სრკ-ს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;

– საერთო კრების ინფორმირება სრკ-ს გამგეობის მიერ აჭარის რაგბის ფილიალის საქმიანობის განახლების (აღდგენის) შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე.

2021 წლის 10 დეკემბერს დასრულდა კლუბების მიერ ნამდვილ წევრთა სიაში შესწორებების შეტანისთვის განკუთვნილი ვადა. წარმოდგენილი იქნა ერთი განცხადება (სარაგბო კლუბ „ავჭალის“ მიერ). შესაბამისად, სრკ-ს ნამდვილ წევრთა სიას დაემატა რ.კ. „ავჭალა“ ერთი ხმის უფლებით. 

ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით, საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ექნება ნამდვილი წევრის (დელეგატის) ერთ უფლებამოსილ პირს ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს, რომელმაც თან უნდა იქონიოს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა.

განცხადებას თან ახლავს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. 2021 წლის 29 ნოემბრის გამგეობის სხდომის კრების ოქმი
  2. 2021 წლის ნამდვილ წევრთა სია (რედაქტირებულია 13 დეკემბერს)
  3. 2021 წლის 24 დეკემბრის საერთო კრების რეგლამენტი
  4. სრკ-ს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი