ბორჯღალოსნები რეიტინგში მე-12-ზე დაბრუნდნენ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მადრიდში, ესპანეთის ნაკრების 23:10 ძლევით, ბორჯღალოსნებმა 1,07 სარეიტინგო ქულა მიიღეს, იტალიას გადაასწრეს და მე-12 ადგილზე დაბრუნდნენ.

საქართველოს ნაკრებმა „ლომებს“ პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო დებიუტანტ აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმითა და ერთი გარდასახვით, გუნდს 8 ქულა შესძინა. ესპანეთმა თითო ტაიმში თითო ლელო გაიტანა – 23:10.

ამ გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნებს 72,70 სარეიტინგო ქულა აქვთ და 0,66 ქულით უსწრებენ იტალიას, რომელიც გასულ კვირაში ექვს ერზე საფრანგეთთან 22:35 დამარცხდა.

ჩვენს წინ ფიჯის ნაკრებია, რომელსაც 76,21 ქულა აქვს.