ბორჯღალოსნები | ნოემბერში საფრანგეთი და ფიჯი გადაწყდა 

ბორჯღალოსნები ნოემბერში საფრანგეთთან სტუმრად და ფიჯისთან ნეიტრალურ მოედანზეითამაშებენ. მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთი თამაშის საქართველოში გამართვასთანდაკავშირებით.

საქართველოში ერთ-ერთი მეტოქე სავარაუდოდ 6-7 ნოემბერს გვეწვევა, საფრანგეთს ბორდოში 14 ნოემბერს შევხვდებით, ფიჯის კი 20 ნოემბერს ვეთამაშებით.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ბორჯღალოსნებმარაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გამართონ:

„ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ნოემბერში მეორე თამაშს საფრანგეთთან, მესამეს კი ფიჯისთანგავმართავთ. პირველ შეხვედრაზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა, მსოფლიო რაგბი რამდენიმე ვარიანტსამუშავებს. საწყენია, რომ ფიჯის მასპინძლობა ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანი იყო მათთვისსაქართველოში გვემასპინძლა, მაგრამ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი რამ თავდაყირადადგა. ჯერჯერობით უცნობია სად შევხვდებით ფიჯის. ლოკაცია მოგვიანებით დაზუსტდება“.

„რაც შეეხება პირველ თამაშს, მეტოქის ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ. საუბარია ძლიერისარაგბო გუნდის სტუმრობაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეებსაც კოვიდ-რეგულაციებიდანგამომდინარე საქართველოში შემოსვლის და გასვლის პრობლემა არ აქვთ. ზაფხულში ტიერ 1-ისქვეყნის გუნდებთან ბევრი ტესტ-მატჩი გაგვიცდა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა რაც შეიძლება მეტითამაში გავმართოთ“.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა პირველად ვეთამაშებით. 2007 წლისმსოფლიო თასზე „ლე ბლეს“ მარსელში შევხვდით და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. 14 წლის შემდეგსაფრანგეთთან შეხვედრას ისტორიულს უწოდებს ხურციძე:

„საფრანგეთთან თამაშს ისტორიული დატვირთვა აქვს, რადგან მათ პირველად ვხვდებით მსოფლიოთასს მიღმა. გარდა ამისა, ნაკრების მოთამაშეების დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში თამაშობსდა სასიხარულოა, რომ მიმდინარე სეზონში ყველა მათგანს სტაბილური სათამაშო დრო ეძლევა. ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ საფრანგეთის ნაკრები გაძლიერდა და მათთან შეხვედრა ამკუთხითაც საინტერესოა“.