ბორჯღალოსნები | დაუგეგმავი ცვლილებები და დებიუტანტები პორტუგალიასთან

მიხეილ ბაბუნაშვილს და ბექა შვანგირაძეს პორტუგალიის წინააღმდეგ სანაკრებო დებიუტი ექნებათ.

ზაფხულის სერიის დასკვნითი მატჩის წინ, რომელსაც ბორჯღალოსნები დღეს, 18 საათზე „აია არენაზე“ გამართავენ, გუნდის რამდენიმე მოთამაშეს სიცხე მისცა. მათ შორის არიან ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე, რომლებსაც თამაში სასტარტო შემადგენლობაში უნდა დაეწყოთ.

სამწვრთნელო შტაბს იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწია და მიხეილ ბაბუნაშვილი, რომელიც მეორე ხაზელია, მესამე ხაზში თამაშს ძირითადში იწყებს, უმცროსი ბორჯღალოსნების შერკინების შემკვრელი ბექა შვანგირაძე კი მარქაფაშია. ის გუნდს იტალიიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდა, სადაც ექვსი ერის 20-წლამდელთა სერიებში ითამაშა.

„საღინაძეს და გორგაძეს მაღალი სიცხეები აქვთ. კოვიდი არ დადასტურდა, თუმცა მათი თამაში გამორიცხულია. ტვინის შერყევა ქონდა და მთელი კვირა ვერ ივარჯიშა ოთარ გიორგაძემ. მოგვიწია იძულებითი ცვლილებები და მესამე ხაზში თამაშს მიხეილ ბაბუნაშვილი იწყებს. ის მეორე ხაზის მოთამაშეა, მესამე ხაზში დიდი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვქონდა. მარქაფაში ბექა შვანგირაძე გვყავს, რომელმაც 20-წლამდელებში კარგი თამაშები ჩაატარა და ტურნირიდან ახლახანს დაბრუნდა. იტალიაში მან თავი კარგად წარმოაჩინა. ჩვენ და 20-წლამდელთა ნაკრები ბევრ რამეს ერთნაირად ვაკეთებთ და არ მგონია ბექას ადაპტირება გაუჭირდეს. ასევე, ეს შანსია მისთვის წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

16 ივლისი. ქუთაისი. აია არენა. 18:00
საქართველო პორტუგალია
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 13 კეპი, 28 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 40 ქულა), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 86 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 99 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 34 კეპი, 266 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 40 კეპი, 27 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 22 კეპი, 20 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 29 კეპი, 10 ქულა), 4. ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი, 1 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 73 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, უკეპო), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 3 კეპი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 3 კეპი).

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა, 69 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 31 კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (ლა როშელი, 1 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 38 კეპი, 5 ქულა), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, უკეპო); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 66 კეპი, 73 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 41 კეპი, 25 ქულა).