დოპინგ-კონტროლის პროცედურები

დოპინგ-კონტროლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დოპინგისგან თავისუფალი რაგბის პროპაგანდისა და დაცვის საკითხში. ტესტირება ტარდება მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ანტიდოპინგური კოდექსისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროსა და ადგილას. ქვემოთ წარმოდგენილია შარდის სინჯის ჩაბარების პროცდურა. შესაძლოა არსებობდეს მცირედი განსხვავებები, რაც დამოკიდებულია ანტიდოპინგურ ორგანიზაციაზე, თუმცა ძირითადი პრინციპები არ განსხვავდება და არანაირ გავლენას არ მოახდენს პროცესის ერთიანობაზე.

 

 

დაბინძურებული ხორცი – World Rugby სახელმძღვანელო

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ბოლო რჩევები დაკავშირებულია იმ პოტენციურ რისკებთან, რომლის მიხედვითაც ჩინეთსა და მექსიკაში საკვები ხორცი დაბინძურებულია ანაბოლური სტეროიდებით. World Rugby სურვილია, რომ კავშირის ყველა წევრი იყოს ინფორმირებული ამ სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით ის წევრები, რომლებიც გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ რაგბის საერთაშორისო მატჩებში ან ტურნირებში, რომლებიც ჩატარდება ჩინეთსა და მექსიკაში, ასევე ის წევრები, რომლებიც მოიხმარენ ამ ორი ქვეყნიდან იმპორტირებულ ხორცს.