ამ ეტაპზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები არ იგეგმება

ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილებები არ იგეგმება.