ამაშუკელი პარიზულ დერბიში

მაიკ ადამსონი, უეინ ბარნსი, მეთიუ რეინალი, ენდრიუ ბრაისი, მეთ ქარლი – ეს ის მსაჯები არიან, რომლებიც ჩემპიონთა თასის მერვედფინალურ მატჩებს მოემსახურებიან და აქვეა ნიკა ამაშუკელი!

ქართველი რეფერი 17 აპრილს ჩემპიონთა თასის მერვედფინალში პარიზულ დერბის იმსაჯებს, რომელშიც ‘რასინგ 92’ ‘სტად ფრანსეს’ მასპინძლობს. მას კიდეებიდან უელსელი ადამ ჯონსი და ინგლისელი ადამ ლეალი დაეხმარებიან. ერთი კვირის წინ ‘რასინგმა’ მეტოქეს 22:9 სძლია.

ამაშუკელი მოედანზე სამ თანამემამულეს შეხვდება – გურამ გოგიჩაშვილი ‘რასინგ 92’-ის ძირითადშია, ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე კი ‘სტად ფრანსეს’ მარქაფაში.