ამაშუკელის ზღაპრული ნოემბერი

ნიკა ამაშუკელს დახუნძლული ნოემბერი ელის. საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნოემბერში ტიერ1 გუნდების სამ ტესტ-მატჩს და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ერთ შეხვედრას იმსაჯებს.

ნოემბრის ტესტები 29 ოქტომბერს ტოკიოში, იაპონიისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრით იხსნება და თამაშს 28 წლის ქართველი რეფერი განსჯის. მომდევნო კვირაში ის ევროპაში დაბრუნდება და 5 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩის მთავარი მსაჯი იქნება. ეს შეხვედრა 2022 წლის ნოემბრის ტესტებზე ცენტრალურად ითვლება და სასიამოვნოა მისი გაძღოლა ქართველ რეფერის რომ ანდეს.

ამის შემდეგ ოფიციალური თამაშის დრო დგება. ნოემბერში, დუბაიში, 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურნირი ტარდება, რომელმაც ბოლო მონაწილესთან ერთად, საფრანგეთში ბორჯღალოსანთა მეოთხე მეტოქეც უნდა გამოავლინოს. 12 ნოემბერს პორტუგალია კენიას ეთამაშება და მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება.

ქართველი რეფერი ნოემბრის სერიას ლონდონში, ინგლისისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრით 19 ნოემბერს ასრულებს, სადაც მას გვერდით მსაჯად ვიხილავთ.