
შავი ლომის თამაშებზე დასწრების წესები და რეკომენდაციები
რაგბი ევროპის სუპერ თასსზე შავი ლომი რუსულ კლუბებს , ლოკომოტივივ პენზას (4 დეკემბერი, 16:00) და ენისეი ეს ტე ემ-ს (11 დეკემბერი, 17:00) ეთამაშება ავჭალის სტადიონზე.
მატჩზე დასწრება მხოლოდ ელექტრონული ბილეთებით არის შესაძლებელი. ბილეთები შეიძინეთ გვერდზე 🎟 www.TKT.GE/Rugby
გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.
თამაშზე დასწრების წესები & რეკომენდაციები:
⚠️ აუცილებელი კოვიდ-შემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგენოთ:
⚠️ თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
⚠️ კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);
⚠️ ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);
⚠️ ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი (ამობეჭდილი);
⚠️ ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);
⚠️ ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;
⚠️ ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;
⚠️ სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;
⚠️ სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
ℹ️ სურვილის შემთხვევაში ანტიგენ ტესტის ჩაბარება ავჭალის სტადიონთანაც იქნება შესაძლებელი – ტესტის ფასი: 15 ლარი