სუპერ თასი | რაგბი ევროპამ თამაშების დაწყების დროები დააზუსტა

სუპერ თასი | რაგბი ევროპამ თამაშების დაწყების დროები დააზუსტა

რაგბი ევროპამ 2022 წლის სუპერ თასის თამაშების დაწყების დროები დააზუსტა.

მეორე ტურნირი, რომელშიც პირველის მსგავსად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 10 სექტემბერს დაიწყება. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’, ესპანური ‘იბერიანსი’, ბელგიური ‘დევილსი’ და ნიდერლანდური ‘დელტა’ ითამაშებენ.

რუსული კლუბების მოკვეთის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში მათი ადგილი რუმინულმა ფრენჩაიზმა ‘ვულვზმა’ და საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დაიკავეს. ამავე ჯგუფში ითამაშებს ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ და ისრაელის ‘თელავივ ჰითი’.

სუპერ თასის პირველი, 2021/2022 წლების გათამაშების ჩემპიონი, ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ ტიტულის დაცვას 11 სექტემბერს იწყებს და საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ ბათუმში, 16:30 საათზე ეთამაშება.

მეორე ტურში, ‘ბათუმი’ რუმინულ ფრენჩაიზ ‘ვულვზს’ 17 სექტემბერს, ბუქარესტში ჩვენი დროით 17 საათზე ეთამაშება, ხოლო ‘შავი ლომი’ 18 სექტემბერს, 16:30 საათზე ‘ჰითსს’ მასპინძლობს.

მესამე ტურში ორივე ქართული გუნდი სამშობლოში ითამაშებს – ‘ბათუმი’ ‘ჰითსს’ 24 სექტემბერს, 15 საათზე უმასპინძლებს, ხოლო ‘შავი ლომი’ ‘ვულვზს’ 25 სექტემბერს, 16 საათზე დაუხვდება.

მეორე წრე 15 ოქტომბერს იწყება და ‘ბათუმი’ ‘ვულვზს’ 14:30 საათზე ეთამაშება, ხოლო ‘შავი ლომი’ ‘ჰითსს’ ისრაელში, საქართველოს დროით 17:00 საათზე შეხვდება.

მეხუთე ტურს ქართული გუნდები სტუმრად ატარებენ – ‘ბათუმი’ ‘ჰითს’ ისრაელში 22 ოქტომბერს, 12:30 საათზე ეთამაშება, ხოლო ‘შავი ლომი’ ‘ვულვზს’ 23 ოქტომბერს, რუმინეთში 19 საათზე ერკინება.

ჯგუფურ ეტაპს 29 ოქტომბერს, ჩვენი დროით 16 საათზე ქართული დერბით ვასრულებთ და მასპინძელი ‘შავი ლომი’ იქნება.

შეგახსენებთ, თითოეული კონფერენციიდან ნახევარფინალში ორ-ორი მოწინავე გადის.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2022
ჯგუფური ეტაპი (საქართველოს დრო)

I ტური

ბათუმი – შავი ლომი (11 სექტემბერი, 16:30)

II ტური

ვულვზი – ბათუმი (17 სექტემბერი, 17:00)

შავი ლომი – ჰითი (18 სექტემბერი, 16:30)

III ტური

ბათუმი – ჰითი (24 სექტემბერი, 15:00)

შავი ლომი – ვულვზი (25 სექტემბერი, 16:00)

IV ტური

ბათუმი – ვულვზი (15 ოქტომბერი, 14:30)

ჰითი – შავი ლომი (15 ოქტომბერი, 17:00)

V ტური

ჰითი – ბათუმი (22 ოქტომბერი, 12:30)

ვულვზი – შავი ლომი (23 ოქტომბერი, 19:00)

VI ტური

შავი ლომი – ბათუმი (29 ოქტომბერი, 16:00)