სტუმრები ტოკუშიმას პრეფექტურიდან | იაპონელებთან მეგობრობა გრძელდება

სტუმრები ტოკუშიმას პრეფექტურიდან | იაპონელებთან მეგობრობა გრძელდება

დღეს საქართველოს რაგბის კავშირს იაპონიის, კერძოდ ტოკუშიმას პრეფექტურის სპორტული დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი იმ მეგობრობის გაგრძელებაა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას დაიწყო.

შეგახსენებთ, 2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, 9-18 სექტემბერს, ბორჯღალოსნებს ტოკუშიმას პრეფექტურა მასპინძლობდა და ჩვენმა ნაკრებმა იქ დაუვიწყარი დღეები გაატარა. ნაკრების მორაგბეები ტოკუშიმას ექვს სკოლას ეწვივნენ, ჰქონდათ შეხვედრები ადგილობრივ უნივერსიტეტებში, გაეცნენ ადგილობრივ კულტურას, ჩაატარეს მასტერკლასები.

საქართველოში ვიზიტით მყოფ ოთხკაციან დელეგაციაში არიან ტოკუშიმას პრეფექტურის რაგბის კავშირის დირექტორი შოთა ინოუე, საერთაშორისო სპორტის გაცვლითი ოფისის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ემილი იოკომი, ხელმძღვანელის თანაშემწე მასაჰირო მურაკამი და უფროსი თანამშრომელი შინგო ფუჯიკავა.

 

 

რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, გოჩა სვანიძესთან შეხვედრისას, მათ ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და კონკრეტული მიმართულებებიც დაიგეგმა. ზაფხულის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს საუნივერსიტეტო ასაკის ტოკუშიმას 7-ქალას გუნდი ეწვევა და საქართველოს 7-ქალა ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავს.

იგეგმება გაცვლითი პროგრამები 14 და უფროსი ასაკის მოსწავლეების, ასევე სტუდენტებისთვის და ასაკობრივი გუნდების ვიზიტი.

სტუმრები ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ მარტყოფის სარაგბო ბაზას, კიკეთში მდებარე სკოლას, ასევე თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტს.

 

გოგიტა ბუხაიძის ფოტოები