საშეჯიბრო კომიტეტი | COVID-19 პრევენციული ზომები (განახლებული ვერსია)

საშეჯიბრო კომიტეტი | COVID-19 პრევენციული ზომები (განახლებული ვერსია)

COVID-19 პრევენციული ზომები

(განახლებული ვერსია)

 

ქვეყანაში შექმნილი უაღრესად კრიტიკული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ჩემპიონატის გაგრძელების შესაძლებლობას. ამის გამო, ყოველი ჩვენთაგანის მოვალეობაა ვიზრუნოთ საერთო საქმის გადარჩენაზე. ამის გათვალისწინებით საშეჯიბრო კომიტეტი და სამედიცინო სამსახური ადგენენ შემდეგს:

 

  1. მორაგბის დაინფიცირების შემთხვევა:
  • თუ გუნდში 1-დან 6-მდე მორაგბეს დაუფიქსირდება COVID-19-ით დაინფიცირება, ეს გუნდი ვალდებულია გამოტოვოსმომდევნო კალენდარული მატჩი, რომელიც გაიმართება პირველივე უქმეებზე, როგორც კი კალენდარში ‘ფანჯარა’ გამოჩნდება. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კოვიდ ინფიცირებულიანი გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულიამყისერად წერილობით განაცხადოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტში და სამედიცინო სამსახურშიაღნიშნულის შესახებ და თან დაურთოს მოთამაშ(ეებ)ის PCR კვლევის დასკვნა.
  • დაინფიცირებული მორაგბის გუნდი გადადის სავალდებულო 12 დღიან თვითიზოლაციაში.
    • სახლის პირობებში თვითიზოლაცია გულისხმობს 2 მეტრიანი დისტანცირების დაცვას ოჯახის წევრებთან, ნიღბის ხმარებას, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვას, პირადი საყოფაცხოვრებო ნივთების არ გაზიარებას, ჭურჭლის და სარეცხის გამოცალკევებულად გარეცხვას, ხალხმრავლობის თავის არიდებას, შეძლებისდაგვარად ცალკე ოთახში ცხოვრებას.
  • გუნდს ეძლევა უფლება ივარჯიშოს მცირე ჯგუფებით, რის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღნიშნულიჯგუფების ერთმანეთისგან იზოლაცია როგორც მოედანზე (7-8 მეტრიანი დისტანცირება ჯგუფებს შორის), ისეგასახდელში (დახურულ სივრცეში ნიღბების სავალდებულო ხმარება, პირადი ნივთების გაზიარების აკრძალვა, პირადი ჰიგიენა).
  • იმ შემთხვევაში, თუ ამ მცირე ჯგუფებიდან რომელიმე მოთამაშეს გამოუვლინდა რაიმე სიმპტომი, ხოლო შემდგომმას დაუდასტურდა COVID-19 ინფექცია, მისი ჯგუფი გადადის მომდევნო 12 დღიან თვითიზოლაციაში.
  • ის მცირე ჯგუფები, რომელთაც თვითიზოლაციის 12 დღის გავლის შემდეგ არ აღმოაჩნდათ არავითარი სიმპტომი, აგრძლებენე ჩვეულ ცხოვრებას და ვარჯიშს.
  • ინფიცირებული გუნდის ბოლო შეხვედრის გაანალიზების შედეგად დადგინდეს ის პირები, რომლებთანაც ინფიცირებულ მორაგბეს ჰქონდა მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი. აღნიშნული პირები დაექვემდებარებიან 12 დღიანი თვითიზოლაციის ზემოთმოყვანილ რეგულაციებს.
  1. გუნდში ინფიცირებული მოთამაშეების რაოდენობა:
  • თუ, გუნდში დაფიქსირდა 7 ან მეტი ინფიცირების შემთხვევა, გუნდი დროებით წყვეტს შეჯიბრში მონაწილეობას, სრკ-ს სამედიცინო სამსახურის მიერ მითითებული კონკრეტული ვადით.
  • იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა კარანტინი, სრკ ვალდებული იქნება აღნიშნული ვადითშეწყვიტოს ჩემპიონატი იმ დათქმით, რომ კარანტინის დამთავრებიდან არაუგვიანეს 1 თვისა 2020-21 წლისჩემპიონატები აუცილებლად გაგრძელდება და დასრულდება.