
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
დღეს, 2020 წლის 13 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილმა წევრებმა (დიდი 10 კლუბები) საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე შემოიტანეს განცხადება – 2020 წლის სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძის კანდიდატურის წარდგინების შესახებ.
განცხადებაზე ხელს აწერენ დიდი 10 ის შემდეგი კლუბები: ლელო სარასენს, ჯიქი, აია, ყოჩები, აკადემია და იუნკერები.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე დადგინდა სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი (2020 წლის 30 იანვარი) და პროცედურები.