
ოლექსი ციბკოს სამძიმარი
საქართველოს რაგბის კავშირი, სრკ-ს გამგეობა და სრულიად ქართული სარაგბო თემი ვუსამძიმრებთ უკრაინულ სარაგბო ოჯახს უკრაინა-რუსეთის ომში ოლექსი ციბკოს დაღუპვის გამო.
ოლექსი ციბკო (დაიბადა 1967 წლის 19 მარტს) – უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი 2003-2005 წლებში და ქალაქ სმელას მერი (2015-2018),
დაიღუპა სმელასთვის ბრძოლაში 2022 წლის 31 მარტს!