
მესამე დონის სამწვრთნელო კურსები
მსოფლიო რაგბი და რაგბი ევროპა 2021 წლის 25-29 იანვარს ატარებს მესამე დონის სამწვრთნელო კურსს.
კურსს ჩაატარებენ მსოფლიო რაგბის ლიცენზირებული ედუკატორები და ტრენერები.
კურსში მონაწილეების სამიზნე ჯგუფი არის „რაგბი ევროპის“ ლიცენზიის მქონე სამწვრთნელო გუნდი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მსურველი უნდა ფლობდეს მსოფლიო რაგბის/რაგბი ევროპის სამწვრთნელო სერთიფიკატს, ან მის ექვივალენტს;
- მსურველი უნდა ფლობდეს (საუბრობდეს/კითხულობდეს) ინგლისურ, ან ფრანგულ ენას;
- მზად უნდა იყოს, რომ მოამზადოს წინასაკურსო სამუშაო მასალა, დაესწროს ყველა მოდულს და შეავსოს ყველა კურსის შემდგომი სააკრედიტაციო დოკუმენტები და აქტივობები;
- უნდა ფლობდეს: რაგბი რედის, მწვრთნელობის შესავალს, მთავარი ფაქტორების ანალიზს, ფუნქციონალური როლების ანალიზს და ბავშვების წვრთნის ონლაინ მოდულის სერთიფიკატს.
დარეგისტრირებული მსურველები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ მოგვიანებით.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 იანვარი
შეავსეთ და გამოაგზავნეთ განაცხადი: