
მედია აკრედიტაცია | საქართველო - რუმინეთი
ცხადდება აკრედიტაციების მიღება 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩზე: საქართველო – რუმინეთი, 1 თებერვალი, 18:00, დინამო არენა.
სააკრედიტაციო განაცხადები მიიღება 15 იანვრიდან 27 იანვრამდე.
დასტურისა თუ უარყოფის შეტყობინებას მიიღებთ არაუგვიანეს 29 იანვრისა.
განაცხადის გასაკეთებლად გადადით ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას: www.TKT.GE/Rugby_Media
სააკრედიტაციო ბარათების გაცემის დრო და ადგილი მითითებული იქნება დასტურის შეტყობინებაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: accreditation@rugby.ge