
მედია აკრედიტაცია | საქართველო - შოტლანდია
17 ივლისი | დინამო არენა
ცხადდება აკრედიტაციების მიღება ბორჯღალოსნების ზაფხულის ტესტების დასკვნით თამაშზე
საქართველო vs შოტლანდია | დინამო არენა
სააკრედიტაციო განაცხადის გასაკეთებლად გადადით ამ ბმულზე www.tkt.ge/media
სააკრედიტაციო განაცხადები მიიღება 6 ივლისიდან 14 ივლისამდე. დასტურისა თუ უარყოფის შეტყობინებას მიიღებთ არაუგვიანეს 15 ივლისისა.
განაცხადის გასაკეთებლად მიჰყევით ინსტრუქციას: გაიარეთ რეგისტრაცია და აირჩიეთ აკრედიტაციის სასურველი ოდენობა – დააჭირეთ ღილაკს “ყიდვა”, შეავსეთ ყველა ველი და დააჭირეთ ღილაკს “გაგრძელება” – გადაამოწმეთ მონაცემები და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “ყიდვა” (აკრედიტაცია უფასოა);
სააკრედიტაციო ბარათების გაცემის დრო და ადგილი მითითებული იქნება დასტურის შეტყობინებაში.დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: media@rugby.ge