
კაცთა გუნდების საყურადღებოდ - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის აუცილებელია, რომ მისი მონაწილეები სამიდან ერთ-ერთ პირობას აკმაყოფილებდნენ.
„სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის მანძილზე ჩატარებული PCR-ტესტის, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი“ – წერია განცხადებაში.
თუ რომელიმე მოთამაშე, ან გუნდის წარმომადგენელი ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნული მოთხოვნებიდან ერთ-ერთ, ის არ დაიშვება სტადიონის ტერიტორიაზე.