
ირლანდიური გამოხმაურება
„შემოდგომის ერთა თასის“ მესამე რაუნდში, საქართველომ ირლანდიასთან ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო თამაში აჩვენა და „სამყურების“ მოქმედი და ვეტერანი მორაგბეებისგან ქება დაიმსახურა.
ირლანდიელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა ბრაიან ო’დრისკოლმა, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტჯერ – 133-ჯერ (132 ძირითადში) უთამაშია და ასევე ყველაზე მეტი, 46 ლელო აქვს გატანილი, საკუთარ „თვითერზე“ გიორგი კვესელაძე შეაქო:
If I was a European club looking for a centre next year (contract dependent) I’d be having a serious look at Giorgi Kveseladze (13) for Georgia on Saturday. Besides the excellent try he really gets the defensive part of his game too. Abrasive & hard working. Could have been MOTM
— Brian O'Driscoll (@BrianODriscoll) November 30, 2020
„მე რომ ევროპული კლუბი ვიყო და მომავალი სეზონისთვის ცენტრს ვეძებდე, სერიოზულად დავაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი კვესელაძეს. გარდა ბრწყინვალე ლელოსი, მისი თამაში დაცვაშიც კარგია. ხისტი და მშრომელია. მისი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაც შეიძლებოდა“ – დაწერა „სამყურების“ ყოფილმა ცენტრმა.
ირლანდიური რაგბის კიდევ ერთმა ლეგენდამ, 2012 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბემ, რობ კირნიმ, რომლის ანგარიშზე 95 კეპია Channel 4-ის ეთერში განაცხადა:
“The real story of today is Georgia” ??@KearneyRob and @stringer9 reflect on a courageous Georgian performance against a disappointing Irish side in the @autumnnations ✨#C4Rugby #IREvGEO #AutumnNationsCup pic.twitter.com/zIT4gqcmce
— Channel 4 Sport (@C4Sport) November 29, 2020
„დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა საქართველოს ნაკრები იყო – შეეძლოთ თუ არა მათ ამ დონეზე თამაში და იმსახურებენ თუ არა ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად ყოფნას?! ვფიქრობ, მათ დღეს ეს შეძლეს!”.
ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ირლანდიელთა კაპიტანმა ჯეიმს რაიანმა:
„რთული თამაში გამოვიდა. მეტოქემ არაფერი დაგვითმო. ქართველები ამაყი ერია და ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. ცხადია, კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგანაც მხოლოდ 2 ლელო გავიტანეთ და ამის მიზეზი საქართველოა, რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია”.
დუბლინში ირლანდიელებმა 23:10 მოიგეს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ენდი ფარელი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა, მიზეზად კი მეტოქე დაასახელა:
„საქართველომ რაქში დიდი ზიანი მოგვაყენა და ჩვენი თამაშის შენელება სრულად დაიმსახურა, ამისთვის ისინი შექებას იმსახურებენ“.
მეტოქის შერკინება შეაქო ირლანდიელთა მეორეხაზელმა იენ ჰენდერსონმაც: „საქართველო ნამდვილად მაგრად დაგვიდგა, განსაკუთრებით, ეს, შერკინებაზე ითქმის”.
ბორჯღალოსნების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს სხვადასხვა გამოცემებმა. Rugbyonslaught წერს:
„ენთუზიაზმით სავსე ქართველთა შეტევების მოგერიებას ირლანდიელები მთელი ძალით ცდილობდნენ. ირლანდიამ შეძლო 23:10 მოგება, თუმცა ამ თამაშის შემდეგ მათი მეტოქე ბევრად უფრო ბედნიერი უნდა იყოს“.
„ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი კვესელაძის გასაოცარი ლელო და ქართველი კომენტატორები, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, რაც კი ოდესმე გვსმენია. ეს იყო ემოცია, ემოცია და კიდევ ერთხელ ემოცია! ქართველები ცნობილნი არიან თავისი ემოციურობით და ეს კარგად გამოჩნდა მათი კომენტატორების ხმაში“.
და ბოლოს, რაგბის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა გვერდმა Tier 2 Rugby-მ, თვითერზე გიორგი კვესელაძის ლელო გამოქვეყნა და თან მიაწერა:
Giorgi Kveseladze's brilliant individual try today (with Georgian commentary). This will certainly go down as one of the best and most memorable scores in their history. The final step was even sort of reminiscent of O'Driscoll's famous effort vs Australia in 2001. pic.twitter.com/VPWQuATJ1C
— Tier 2 Rugby (@T2Rugby) November 29, 2020
„გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო (ქართული კომენტარით). ეს, რა თქმაუნდა, ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ლელოდ შევა. მისმა ცრუ მოძრაობამერთგვარად ოდრისქოლის 2001 წლის თამაში გაგვახსენა ავსტრალიის წინააღმდეგ“
ხოლო კომნეტარებში ყველა ქართველი კომენტატორების, სანდრო ინაშვილისა და ნიკა ამაშუკელის ემოციებს უსვამდა ხაზს