
დიდი 10 | ჯიქი 3:139 ბათუმი
‘ბათუმმა’ ‘ჯიქს’ გორში 21 უპასუხო ლელო გაიტანა და დიდ 10-ში სარეკორდო სხვაობით, 139:3 გაიმარჯვა.
მასპინძლები თამაშზე გაახალგაზრდავებული შემადგენლობით, შეცვლების გარეშე გამოცხადდა და მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ნიკა ნინიძემ 5 ლელო გაიტანა, ანზორ სიჭინავამ 4, ხოლო მამუკა ნინიძემ – 3. გარდა ამისა, მამუკას ანგარიშზე 17 გარდასახვაა და მან გუნდს ჯამში 49 ქულა შესძინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ნინიძე გახდა.
ფოტო: მარიამ გაგნიძე