
დიდი 10 | ჯიქი 10:19 ლელო-სარასენსი
დიდი 10-ის მერვე ტურის „დაბრუნებების“ სერია გორის ‘ჯიქმა’ ვეღარ გააგრძელა. მათ ‘ლელო-სარასენსს’ უმასპინძლეს და 16-ქულიანი ჩამორჩენა მხოლოდ 9-მდე დაიყვანეს – 10:19.
პირველ ტაიმში ირაკლი ყიასაშვილმა ორი ცდიდან ერთი ჯარიმა გაიტანა, რაზეც რეზი ჯინჭველაშვილმა ასევე ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი 3:3 დასრულდა.
ყიასაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა. 55-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. აკაკი ტაბუცაძე მცველს გაექცა და ხაზი გაჭრა, მეორე ბოჭვის მიუხედავად კი, მიზანს მაინც მიწვდა და ყიასაშვილმა გარდასახა. მიუხედავად ასეთი უპირატესობისა, ‘ლელო-სარასენსმა’ არ გარისკა და 65-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა – 19:3 სტუმრების სასარგებლოდ.
‘ჯიქმა’ შეძლო მეტოქის 22-ში შესვლა და იქ რამდენიმე წუთი გაატარა, რის შედეგადაც 72-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. დარჩენილ დროში გორელებს მინიმუმ ორი შედეგიანი შეტევა ჭირდებოდათ, მაგრამ ქულა ვეღარ აიღეს და ‘ლელო-სარასენსმა’ 19:10 იმარჯვა.