დიდი 10 | ბათუმი 23:22 არმაზი

დიდი 10 | ბათუმი 23:22 არმაზი

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ბ“ ჯგუფის მეორე ტურში, ზღვისპირელებმა მარნეულის ‘არმაზს’ ფოთში უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 23:22 მოუგეს.

საწყისი 20-25 წუთი სტუმრების იყო. ისინი კარგად ირჯებოდნენ დაცვაში, რეზი ჯინჭველაშვილმა კი, სამი ჯარიმიდან სამივე გაიტანა. ‘ბათუმმა’ მორკინალების კარგი შეტევით უპასუხა, კარის წინ დანიშნული ჯარიმის ნაცვლად შერკინება აიღო და საჯარიმო ლელო 28-ე წუთზე გამოიმუშავა. ტაიმის გაწითლებულ დროზე, მასპინძლებმა კვლავ მორკინალებით მოიპოვეს უპირატესობა, მერე ბურთი ფრთაზე გაიტანეს და დათო ტრაპაიძემ ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო მამუკა ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა – 14:9.

 

 

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ნინიძის ორ ჯარიმას შორის, ერთი ჯინჭველაშვილმა გაიტანა. 62-ე წუთზე ‘არმაზმა’ კარგი შეტევა წამოიწყო, ‘ბათუმი’ თავის დაცვას ახერხებდა, მაგრამ ლუკა მატკავამ ინდივიდუალურად შეძლო მთელი დაცვის მოტყუება და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ჯინჭველაშვილმა გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 73-ე წუთზე გატანილი ჯარიმით, ‘არმაზი’ დააწინაურა.

ნინიძემ საპასუხო დარტყმა კარის წინ 22 მეტრიდან ძელს გაარტყა, სამაგიეროდ 78-ეზე არეკნი ძელებსშუა გააძვრინა და ‘ბათუმმა’ მინიმალური სხვაობით იმარჯვა – 23:22.

მიუხედავად მარცხისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არმაზის’ მგეზავი ლუკა მატკავა გახდა.

 

⭕ LIVE ✔ ფოთი 🏉 ბათუმი – არმაზი

მე-2 ტური 🔴 LIVE ბათუმი vs არმაზი | პარკი არენა, ფოთი

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on Friday, October 16, 2020