დიდი 10 | აკადემია 10:17 ლელო-სარასენსი

დიდი 10 | აკადემია 10:17 ლელო-სარასენსი

თბილისურ დერბიში ‘ლელო-სარასენსმა’ „ა“ ჯგუფის ლიდერი ‘აკადემია’ 17:10 დაამარცხა და სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

უამინდობის გამო ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატჩის დებიუტში, ნომინალური მასპინძლები სოსო მათიაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე სინბინით გიორგი მიქანაძე დაკარგეს, ‘ლელომ’ მეტობა გამოიყენა, 22-ში ბურთი გაშალა და ბექა მამუკაშვილმა ლელო გაიტანა.

გარდასახვა არაზუსტი იყო მათიაშვილს ჯარიმით შეეძლო „მხატვრების“ წინ გაყვანა, მაგრამ 40 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმი რომ დაიწყო თენგიზ პერანიძემ რაქიდან აიტაცა ბურთი და რადგან მის წინ აღარავინ იყო, ლელოც უპრობლემოდ გაიტანა, ხოლო დიტო კალანდაძემ გარდასახა.

ტაიმის შუაში ‘ლელო-სარასენსმა’ ერთხელაც მიმართა ძალისმიერ ხერხს და მოლი ლელოთი თენგიზ ზამთარაძემ დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო. ‘აკადემიამ’ მეტად მოინდომა და 68-ე წუთზე გიორგი გოგლიძემ ახლოდან მიძალებით ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, რითაც ‘ლელოს’ ბონუსი ჩამოართვა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ბონუსის ზონაში უკვე ‘აკადემია’ შეიყვანა – 10:17.

მატჩის მიწურულს ‘ლელოს’ მეოთხე ლელოს გატანის კარგი შანსი ჰქონდა, რითაც ბონუსს დაიბრუნებდა, მაგრამ აკაკი ტაბუცაძის ლელო დიტო კალანდაძემ ვერ შეიმაგრა და მატჩიც დასრულდა.

საუკეთესო მოთამაშედ თენგიზ ზამთარაძე დასახელდა. ‘ლელო-სარასენსი’ ამ მოგებით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და მესამე პოზიციაზე მყოფ ‘იუნკერებს’ ქულით ჩამორჩება. კიკეთელებს ერთი თამაში აქვს რეზერვში, ხოლო ‘ლოკომოტივს’ – ორი.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი