
რაგბის კავშირის განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ
რაგბის კავშირის განცხადება 2020 წლის მორიგი წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით 2020 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“), გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2020 წლის მორიგი წევრთა საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღის წესრიგით:
ა) სრკ-ის გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში;
ბ) სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები;
გ) სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
დ) წესდების ცვლილებების მიღება;
იხილეთ დოკუმენტები საერთოს კრების შესახებ:
27 იანვრის გამგეობის გადაწყვეტილება 2020 წელი;
დანართი # 1 -2020 წლის ნამდვილ წევრთა კორექტირებული სია