
გამგეობის წევრთა კანდიდატების წარდგენის ვადა დასრულდა
დღეს, 2021 წლის 5 აგვისტოს 16:00-ზე დასრულდა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრთა კანდიდატების წარდგენის ვადა.
- საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის იოსებ ტყემალაძის მიერ 2021 წლის 15 აგვისტოს გასამართ რიგგარეშე საერთო კრებაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა გამგეობის წევრობის შემდეგი კანდიდატები:
-
- გიორგი კობახიძე;
- გივი ჭიჭინაძე;
- აკაკი დავითულიანი;
- მამუკა გორგოძე;
- ზვიად თავართქილაძე.
- ნამდვილ წევრთა მიერ 2021 წლის 15 აგვისტოს გასამართ რიგგარეშე საერთო კრებაზე ასარჩევად წარმოდგენილ იქნა გამგეობის წევრობის შემდეგი კანდიდატები:
-
- მერაბ ანთაძე;
- გრიგორ ქერაშვილი;
- ალექსანდრე ხვედელიძე;
- კობა გიორგაძე;
- დავით კაჭარაბა.
- აჭარის ხმის უფლების მქონე ნამდვილი წევრების მიერ 2021 წლის 15 აგვისტოს გასამართ რიგგარეშე საერთო კრებაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა გელა ქობულაძის გამგეობის წევრის კანდიდატურა.