არჩილ კიკალიშვილის სამძიმარი

არჩილ კიკალიშვილის სამძიმარი

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული რაგბის თემი, მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი მორაგბის, არჩილ კიკალიშვილის გარდაცვალების გამო.

1943 წელს დაბადებული კიკალიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც საქართველოში რაგბის თამაში დაიწყო. სხვადასხვა დროს ის თსუ-ს, ‘სპარტაკისა’ და ‘დინამოს’ რიგებში თამაშობდა.

არჩილ კიკალიშვილი 21 ნოემბერს, კოვიდ19-ით გარდაიცვალა.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი უთანაგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს.